პროექტის სახლწოდება: შინაური და გარეული ცხოველები. (Domestic and
wild Animal)
პროექტის მთავარი იდეა: განასხვაონ ბავშვებმა შინაური და
გარეული ცხოველები თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა შინაურ და გარეულ
ცხოველებს.
სწავლობენ ახლა
ლექსიკურ ერთეულებს, ადგენენ წინადადებებს ინგლისურ ენაზე, ახალი სიტყვების
გამოყენებით. თხზავენ მცირე ზომის მოთხრობებს.
პროექტის მიზანი: თემასთან დაკავშირებული სიტყვებით შეძლონ გრამატიკულად სწორი
წინადადებების აგება და გამოყენება.
მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 2 დღე.
მოსალოდნელი შედეგები / პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები იყოფიან
წყვილებად, მათ აქვთ წინასწარ დარიგებული პოსტერები, რომლებზეც
ნაჩვენებია შინაური და გარეული ცხოველები.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: პოსტერები, თაბახის
ფურცელი, ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა:
1.წყვილური სამუშაოს მიცემა ( დაალაგონ პოსტერები: შინაურ
და გარეულ ცხოველებად
ცალ-ცალკე)
2. წყვილებში დახატონ
მათი საყვარელი ცხოველი.
3. პროექტის
პრეზენტაცია: წყვილიდან ერთ-ერთი წარმოადგენს პოსტერს
და კლასს უჩვენებს მისივე შესრულებულ ნახატს.
პროექტის შეფასება:
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
წყვილური მუშაობა
|
აქტიურად არის ჩართული.
|
ცდილობს ჩაერთოს,მაგრამ მაინც
ნაწილობრივ.
|
არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
|
პრეზენტაცია.
|
სიტყვებს წარმოთქვამს სწორად,
ანსხვავებს შინაურ და გარეულ ცხოველებს. ადგენს წინადადებებს ახალი სიტყვების გამოყენებით.
|
უჭირს სიტყვების წარმოთქმა და უშვებს გრამატიკულ შეცდომებს.
|
ვერ ახერხებს სიტყვების დამახსოვრებას,
უჭირს წერა-კითხვა და პოსტერის ამოცნობა.
|
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური ენა
( შინაური და გარეული ცხოველები)
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მამინაშვილი.
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: nanamaminashvili.blogspot.com