Wednesday, November 20, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახლწოდება:  შინაური და გარეული ცხოველები. (Domestic and wild Animal)


პროექტის მთავარი იდეა:  განასხვაონ ბავშვებმა შინაური და გარეული ცხოველები თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა შინაურ და გარეულ ცხოველებს.
 სწავლობენ ახლა ლექსიკურ ერთეულებს, ადგენენ წინადადებებს ინგლისურ ენაზე, ახალი სიტყვების გამოყენებით. თხზავენ მცირე  ზომის მოთხრობებს.

პროექტის მიზანი:  თემასთან  დაკავშირებული სიტყვებით შეძლონ გრამატიკულად სწორი  წინადადებების აგება და გამოყენება.

მოსწავლეთა ასაკი:  9-10 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა:  2 დღე.

მოსალოდნელი შედეგები / პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები იყოფიან წყვილებად, მათ აქვთ წინასწარ დარიგებული პოსტერები, რომლებზეც ნაჩვენებია შინაური და გარეული ცხოველები.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:  პოსტერები, თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები.

პროექტის მსვლელობა:  

1.წყვილური სამუშაოს მიცემა ( დაალაგონ პოსტერები: შინაურ და გარეულ ცხოველებად ცალ-ცალკე)

2. წყვილებში დახატონ მათი საყვარელი ცხოველი.

 3. პროექტის პრეზენტაცია: წყვილიდან ერთ-ერთი წარმოადგენს პოსტერს და კლასს უჩვენებს მისივე შესრულებულ ნახატს.   
 
პროექტის შეფასება:

   კრიტერიუმები
         მაღალი
         საშუალო
         დაბალი
წყვილური მუშაობა
 აქტიურად არის ჩართული.
 ცდილობს ჩაერთოს,მაგრამ მაინც ნაწილობრივ.
 არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
პრეზენტაცია.
 სიტყვებს წარმოთქვამს სწორად, ანსხვავებს შინაურ და გარეულ ცხოველებს. ადგენს წინადადებებს ახალი სიტყვების გამოყენებით.

უჭირს სიტყვების წარმოთქმა და უშვებს გრამატიკულ შეცდომებს.
  ვერ ახერხებს სიტყვების დამახსოვრებას, უჭირს წერა-კითხვა და პოსტერის ამოცნობა.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ინგლისური ენა ( შინაური და გარეული ცხოველები)

უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

პროექტის ხელმძღვანელი:  ნანა მამინაშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   nanamaminashvili@gmail.com

  პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:  nanamaminashvili.blogspot.com 

No comments:

Post a Comment